ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხევაში, დაწესებულებების თანამშრომლები შესაძლოა თანამდებობებიდან გაათავისუფლონ. საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოებაში მიღებით შეცვალა 4 იანვრის გადაწყვეტილება, როცა, სარჩელის ავტორს ააიპ "ქუთაისი ბაგა-ბაღების გაერთიანებას" სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას #1 ბაგა–ბაღის ყოფილი გამგე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.


"სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ყველა იურისტის შეფასებით არის უკანონო. თუ 4 იანვარს სასამართლომ უარი თქვა სარჩელის განხილვაზე, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება, მაშინ, როცა სარჩელის არსი უცვლელია და "ბაგა-ბაღების გაერთიანება" დღესაც იგივეს ითხოვს, რასაც 4 იანვრამდე ითხოვდა?",- ამბობს ქუთაისის #1 ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე,  ზაალ ხონელიძე.

ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღების 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით, 2015 წლის 11 დეკემბერს გაიფიცნენ. 


მარიამ პატარაია
Print