ახალი ამბები
საირმეში გაფიცვის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო
FaceBook
სახალხო დამცველის აპარატი „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების პროტესტით გაფიცვიდან ერთი თვის შემდეგ დაინტერესდა.

ეს მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომლებმა, რამდენიმე დღის წინ, ახლადარჩეულ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩასვლა სთხოვეს.

"სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. წერილობითი მოსაზრებები მიიღო როგორც განმცხადებლებისგან ასევე კომპანიისგან. ადგილზე დასაქმებულებისგან დამატებით მივიღეთ ინფორმაცია იმ სავარაუდო უფლებადარღვევებსა და სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მიუთითებენ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ საქმეს და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“, - ამბობს ომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

საირმეში გაფიცვის 32-ე დღეა. კომპანიის თანამშრომლები ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურებისათვის იბრძვიან. ისინი ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვენ.

გაფიცულები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩაერთოს მედიაციის პროცესში. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


ამავე თემაზე:

საირმეში გაფიცულები სახალხო დამცველის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ

საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად, თბილისში, აქცია დაიგეგმა

გაფიცვის მე-15 დღე საირმეში - დასაქმებულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ

"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში

"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ


Print