ახალი ამბები
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა
FaceBook
Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ჩამოქვეითდა. 

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68,7-ს შეადგენს.  ამ მონაცემით იგი 35-ე ადგილს იკავებს. 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

საქართველომ 176 ქვეყნის სიაში 26-ე ადგილიდან  35-ეზე  ჩამოქვეითდა.

საკუთრების უფლებები, სასამართლო ეფექტურობა, მთავრობა და კიდევ 9 კატეგორიიდან უმეტესობაში კლებაა. 





Print