ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში რეზი ქაროსანიძის სპექტაკლის „ბუზების“ ჩვენება გაიმართება
FaceBook
18 მარტს მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის “ბუზები“   ჩვენება გაიმართება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გახლავთ.

სპექტაკლის პრემიერა 2021 წელს გაიმართა. 

ავტორს სპექტაკლზე მუშაობა პანდემიის პერიოდში მოუწია, თუმცა ის ვერ იქცა ხელისშემშლელ ფაქტორად.

„ბუზები“ ერთ-ერთი იშვიათი სპექტაკლი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა და ერთ-ერთი იშვიათი სპექტაკლი თავისი საპროტესტო სამოქალქო განწყობით.

"მთავარი, რატომაც მომინდა მსახიობობიდან რეჟისურაზე გადასვლა, ეს იყო დაგროვილი პროტესტები სხვის სამყაროში ცხოვრების გამო, რომელიც არ პასუხობდა არაფერ სამოქალაქოს. მე ვთვლი, რომ თეატრი ძალიან სამოქალაქო განწყობისაა. ის აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს მოქალაქეზე და მოქალაქეობრივ ფასეულობებზე. თუ ეს გამოვაცალეთ, ვფიქრობ, თეატრს არაფერი არ რჩება. ფუნქციას კარგავს. ამბობენ, რომ თეატრი და კულტურა პოლიტიკური არაა, არადა თეატრი პირდაპირ პოლიტიკაა. თეატრი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. თეატრს უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება მოქალაქეობრივი ვალდებულებების მიმართ", - ამბობდა რეჟისორი.

რეზი ქაროსანიძის „ბუზები“ ეხება  ძალაუფლების მანკიერებას, ამბოხს, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობას. იგი პირდაპირ ეხმიანება თანამედროვეობას და შეიძლება რიგ მოვლენას წინასწარმეტყველებს კიდეც.

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.
Print