ახალი ამბები
ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე კანდიდატად ზვიად შანიძე წარადგინეს
FaceBook
საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლის ხელმძღვანელის, ზვიად შანიძის კანდიდატურა წარადგინეს.

ნიჩბოსნობის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 27 თებერვალს გაიმართება.

ზვიად შანიძე ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლის ხელმძღვანელია. იგი ამ პოსტზე 2011 წლიდან მუშაობს.

საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ზვიად შანიძე წარდგენილია, როგორც დამოუკიდებელ კადიდატი.
Print