ახალი ამბები
ქუთაისში "დავითობის" დღესასწაული აღინიშნება
FaceBook
დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და იმერეთის ვიცე-გუბერნატორთან, პაატა ნადირაძესთან ერთად, ჩოხოსნების მონაწილებით დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.

ქუთაისის მერიამ დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი 14 :00 საათამდე გამოყო.
Print