ახალი ამბები
ქუთაისში, შვილის თანდასწრებით, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
FaceBook
ქუთაისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა, შემთხვევის ადგილზე მყოფ კიდევ ერთ პირს კი, რომელმაც მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მკვლელობაში ბრალდებულმა 2022 წლის 16 ივნისს, კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამავე განაჩენით ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. მკვლელობაში ბრალდებულს კი - სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს.

Print