ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის ახალი ავტოსადგომის მოსაწყობად 3,5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტოსადგომი მოეწყობა.

ამ მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტენდერს [NAT230003916] აცხადებს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის 3 მილიონ 465 167 ლარი დაიხარჯება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, არსებული კონცეპტუალური დაიზაინ-პროექტის მიხედვით, საჭიროა დაპროექტდეს და მოეწყოს ახალი პარკინგი, რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება-მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება-მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტროქსელის დაპროექტება-მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას.

შემსრულებელმა, სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, პარალელურად უნდა შექმნას საპროექტო დოკუმენტაცია არსებული დაიზაინ-პროექტის მიხედვით.

ტენდერში გამარჯვებულმა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები (თანმდევი პროექტირებით), ხელშეკრულების გაფორმებიდან, 3 თვეში უნდა განახორციელოს.

სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 9 მარტს დაიწყო და ხვალ, 14 მარტს დამთავრდება.


Print