ახალი ამბები
სამჯერ ჩავარდნილი ტენდერი და მერიის მორიგი მცდელობა სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
FaceBook
ქუთაისის მერია, გაზრდილი თანხის მიუხედავად, მეოთხე თვეა ვერ ახერხებს კომპანიების დაინტერესებას, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ სამუსიკო სკოლის კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად.

ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობა იძულებულია, მეოთხედ გამოაცხადოს ტენდერი [NAT230005440] ზემოთხსენებული სამუშაოების შესასყიდად. აღნიშნულისთვის 1 295 956 ლარია გამოყოფილი, რაც მეორედ გამოცხადებულ სატენდერო ფასთან შედარებით 194 830 ლარით მეტია.

ამ ეტაპზე სამუშაოები სკოლაში მიტოვებულია. ობიექტის კეთილმოწყობა თავდაპირველად (გასულ წელს)  1 მილიონ 583 866 ლარის სანაცვლოდ, მერიამ შპს "მშენებელჯგუფს" ანდო, რომელიც 7 პრეტენდენტს შორის შეირჩა.

განახლება და სტანდარტების შესაბამისად შენობის ფასადის მოწყობა, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები - კომპანიას ოთხსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 7 თვეში დაევალა. საბოლოოდ, მხარეებს შორის თანამშრომლობა ჯარიმით და ხელშეკრულების გაწყვეტით დასრულდა.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. მისი  რეკონსტრუქია ერთ-ერთია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობაში თავს იწონებდნენ.


ამავე თემაზე:


ჩავარდნილი და გადავადებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისში

მესამე ტენდერი და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს

გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია






Print