ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დაგვიანების გამო მიკროავტობუსი დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენლებმა მიკროავტობუსი #23ა 100 ლარით დააჯარიმა. მიკროავტობუსი გუშინ 40 წუთიანი დაგვიანების გამო დაჯარიმდა.

მიკროავტობუსის მძღოლის განმარტებით, ტრანსპორტის დაგვინება ტექნიური ხარვეზის, კეძოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლის გამო მოხდა.

მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში განმარტავენ, რომ #23ა ყოველ 10-15  წუთის შუალედში უნდა მოძრაობდეს.

"ამ სატრანსპორტო ხაზებს არ აქვთ ჯი-პი-აი სისტემა დამონტაჟებული, რის გამოც ვერ ვაკონტრლებთ. უახლოეს დღეებში კონკურსს გამოვაცხადებთ ამ ხაზზე და პრობლემაც მოგვარდება", - განმარატავენ მერიის ტრანსპორტის სამსახურში.

მიკროსაავტობუსო ხაზი #23 ა შპს "მორბენალს" ეკუთვნის.  კომპანიის წარმომადგენლები მერიის მიერ გამოწერილ ჯარიმას დამსახურებულად მიიჩნევენ. 

ქუთაისის მერიამ 18 ნებართვაგასულ მიკროსაავტობუსო ხაზზე კონკურსი გასულ წელს სამჯერ გამოაცხადა.
Print