ახალი ამბები
„მადლიერების აქტი“ - ქუთაისში აქცია გაიმართება
FaceBook
11 მარტს, 18 საათზე  მესხიშვილის თეატრის კიბეებზე „მადლიერების აქცია“ გაიმართება, სადაც „მადლიერების აქტს“ შეადგენენ. 

აქციის ორგანიზატორები აქტივისტები ზალიკო კუხიანიძე, სოფიო როინიშვილი და ნიკა დეისაძე არიან. 

„ვიკრიბებით, რადგან შევადგინოთ "მადლიერების აქტი" და მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის თბილისსა თუ რეგიონებში გამოხატული პროტესტით “, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.


საქართველოს პარლამენტში  „რუსული კანონპროექტის“ პირველი მოსმენით მიღებას მასობრივი პროტესტი მოყვა. 

ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა მოთხოვნით „არა რუსული კანონს“.  ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში მრავალათასიანი აქციით ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა "რუსულ კანონს" და ხელისუფლების მხრიდან საქართველოს რუსიფიკაციის მცდელობას.

ხელისუფლების სადამსჯელო რაზმებმა მომიტინგეები დაარბიეს და ნაწილი დააკავეს. თუმცა პროტესტის უწყვეტობამ ხელისუფლება იძულებული გახადა დათმობაზე წასულიყო. "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" 10 მარტს რიგგარეშე პლენარულ სხოდომაზე "რუსული კანონპროექტი" მეორე მოსმენით ჩააგდო.

Print