ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება
FaceBook
11-12-14 მარტს მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება.

"ღამის სტუმარი" ამ სახელწოდების ერთმოქმედებიანი პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ოთარ ბაღათურიაა.

სპექტაკლის მხატვარია  აივენგო ჭელიძე.

მუსიკალური გაფორმება დავით როინიშვილს ეკუთვნის. 

როლებს ასრულებენ:

კაცი - დავით როინიშვილი

ქალი - ინგა კაკიაშვილი

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და biletebi.ge-ზე
ბილეთის ღირებულება 15 ლარი.

"ღამის სტუმარი" ამ წლის მეორე პრემიერა იქნება.
Print