ახალი ამბები
რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
FaceBook
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ამასთან, მათ, ვინც საქართველოშია, მოუწოდებენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებში ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

"რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოს დიდ ქალაქებში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი კანონზე უარის თქმის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. რუსეთმა აქციები საფრთხედ შეაფასა. ბევრმა რუსმა მოქალაქემ ამ დღეები დატოვა საქართველო.
Print