ახალი ამბები
პარლამენტში ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა აქციის ფონზე გაიმართება
FaceBook
საქართველოს პარლამენტში დღეს, 11:45 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, 12:00 საათზე კი - პლენარული.
"ქართულმა ოცნებამ" და  "ხალხის ძალამ" პლენარულ სხოდომაზე "რუსული კანონპროექტი" მეორე მოსმენით უნდა ჩააგდოს.

ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც პირველი მოსმენისას აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ახლა წითელ ღილაკს უნდა მიაჭირონ ხელი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად ჩავარდეს.

სხდომის პარალელურად პარლამენტთან გაიმართება მორიგი აქციაც. ადგილზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება გუშინ, 9 მარტს მიიღო. კანონპროექტები გამოწვეულია ვენეციის კომისიიდანაც.

Print