ახალი ამბები
„ცოცხალი ჯაჭვით შევავსებთ მოედანს“ - ქუთაისში დღეს აქცია დაიგეგმა
FaceBook
არა რუსულ კანონპროექტს! - ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

მოქალაქეები დღეს ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან. მათი განცხადებით, ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.

„ცოცხალი ჯაჭვით შევავსებთ მოედანს ქუთაისში. გელოდებით დღეს, 9 მარტს, საღამოს 7 საათზე“,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო აქციები, ამავე დროს, თბილისსა და ბათუმშიც გაიმართება.

პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ „რუსულ კანონპროექტს“ გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს.

Print