ახალი ამბები
ქუთაისში "დავითობის" დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი 14 საათამდე იმუშავებს
FaceBook
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია გელათის ტაძრამდე მრევლს უფასო სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ  ქალაქის ცენტრალური  მოედნიდან მგზავრებს სამი ერთეული მიკროავტობუსი დილის 8:30 საათიდან 14:00 საათმადე მოემსახურება. 

"დავითობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

დღესასწაული კი საღამოს 18:00 საათზე, ოპერის თეატრში გალა–კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადისა და თეატრის მსახიობების მიიღებენ.



Print