ახალი ამბები
„არ გვეპატიება ამ გმირობის გაუფერულება და ბოლომდე არმიყვანა“ - ირაკლი ხვადაგიანი
FaceBook
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს. 

"ზეიმი ნაადრევია და დამღუპველი ახლა, მაგრამ დავიხრჩობი რომ არ დავწერო. ისტორიკოსები სკეპტიკოსები ვართ და ძნელად ვიჯერებთ საუკუნეების წინ აღწერილ გმირობებს, როგორ შეაკვდებოდა და ამარცხებდა ერთი ათს სამშობლოსთვის და იდეისთვის.

ბალღივით ვტირი ყველა ნახვაზე: დილის ექვსზე, მელიქიშვილზე დარჩენილი ერთი მუჭა, მთელი ღამის ნაომარი გოგო-ბიჭები რომ შეჯგუფდნენ და დაშლის მაგიერ მწყობრით წავიდნენ და ისევ სადამსჯელო „ატრიადს“ შეასკდნენ.

არ გვეპატიება ამ გმირობის გაუფერულება და ბოლომდე არმიყვანა". 

უკვე მესამე დღეა ქართული საზოგადოება „რუსულ კანონს“ აპროტესტებს.

გუშინ ქუთაისში, ბათუმში, თბილისში მრავალათასიანი აქციით ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა „რუსულ კანონს“ და ხელისუფლების მხრიდან საქართველოს რუსიფიკაციის მცდელობას. 

ხელისუფლების სადამსჯელო რაზმებმა მომიტინგეები დაარბიეს და ნაწილი დააკავეს. დაკავებულთა შორის ბევრი ახალგაზრდაა, და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, არასრულწლოვანიც. 

საქართველოს პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე, გაიმართება.

აქციის მონაწილეები პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამასთან, ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტებას ელიან, თუ როგორ აპირებს "ოცნება" "რუსული კანონპროექტების" გამოწვევას.


ფოტო: არჩილ გეგენავა


Print