ახალი ამბები
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს წყალმომარაგება შეუწყდა.

წყალი არ მიეწოდებათ: გამარჯვების, ძელქვიანის, ნიკეას, სულხანსაბას, ვაკისუბნის, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ასევე სოფელ ქვიტირსა და ფარცხანაყანევს. 

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება 9 მარტის 01:00 საათიდან შეწყდა და 10 მარტის 12:00 საათამდე აღდგება.

„სოფელ ფარცხანაყანევში დ1200მმ მაგისტრალურ მილსადენზე ახალი რეაბილიტირებული ქსელების დაერთებითი და პარალელურად, ძველი ქსელის ჩაჭრითი სამუშაოებიდან გამომდინარე 9 მარტის 01:00 საათიდან 10 მარტის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება გამარჯვების, ძელქვიანის, ნიკეას, სულხანსაბას, ვაკისუბნის, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ასევე სოფელ ქვიტირსა და ფარცხანაყანევს.

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge, ან დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 293 00 00


Print