ახალი ამბები
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება" - ქუთაისის მერიის თანამშრომელი
FaceBook
საქართველოსთვის ევროკავშირი არის წიაღი, სადაც ჩვენი დიდი მწერლები ხედავდნენ საკუთარი სამშობლოს მომავალს - ამის შესახებ მერიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოსთვის ევროპასთან მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„სტუდენტისთვის ის არის შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება;

მეცნიერისთვის - რესურსები, რომ იდეებს ხორცი შეასხას;

უძლურისთვის - შანსი, რომ გადარჩეს (მათ შორის უსასყიდლოდ);

უამრავი ოჯახისთვის სასოება, რომ იარსებოს;

ტალანტისთვის - ასპარეზი, რომ #ანათებდეს;

სოფლისთვის - უფასო ფინანსები და ცოდნა, რომლის გარეშეც ის უბრალოდ ვერ გადარჩება;

ბიზნესისთვის - სამართლიანი გარემო და უსაზღვრო შესაძლებლობები;

საქართველოსთვის (ილიასთვის, ვაჟასთვის, ამბროსისთვის...) - წიაღი სადაც ხედავდნენ საკუთარი სამშობლოს მომავალს.

P.S. ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“,- წერს მირზა ხიდაშელი.

"ოცნებამ" გუშინ "რუსული კანონპროექტი" პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლება მოქალაქეების მშვიდობიან აქციას ძალადობით დაუპირისპირდა.


Print