ახალი ამბები
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გახდა
FaceBook
ლევან იოსელიანი 6 წლით, საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.

მის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოუცხადა - კენჭისყრის შედეგად, მას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა.

მას სადეპუტატო უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა.

ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“ , 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი, 2000–2001 წლებში „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2008 – 2016 წლებში იყო „ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის“ იურისტი, 2018 – 2020 წლებში ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი.

Print