ახალი ამბები
„დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები მათთვის, ვინც ხელს მოაწერს ამ ანტიეროვნულ კანონს“
FaceBook
"რასაც ახლა აკეთებთ ეს უკვე ავტორიტარიზმიც არ არის, ეს არის დადგომა დიქტატურის გზაზე", - ასე მიმართა პარლამენტარმა არმაზ ახვლედიანმა "რუსული კანონის" მხარდამჭერ კოლეგებს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

"რადგან არანაირი რესურსი  დიალოგისა არ დაგვიტოვეთ,ჩვენ, ოპოზიციონერები გავერთიანდებით და აუცილებლად მივმართავთ ბრიუსელს, ვაშინგტონს, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები მათთვის ვინც ხელს მოაწერს ამ ანტიეროვნულ კანონს. სხვა ენაზე თქვენთან საუბარი შეუძლებელი ხდება.  ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენ უთხარით უარი ასიათასობით მოქალაქეს საქართველოში ევროპულ მომავალზე. ნორმალურ ქვეყანაზე ნორმალურ ცხოვრებაზე და ტოვებთ მათ სიღარიბის გაჭირვების დ ა უუფლებობის ზღვარზე. ეს თქვენი არჩევანია და სწორედ ამ არჩევანის და ამ მავნებლობის გამო უნდა გადაიხადოთ ფასი...

რასაც ახლა აკეთებთ ეს უკვე ავტორიტარიზმიც არ არის, ეს არის დადგომა დიქტატურის გზაზე ერთპარტიული დიქტატურა ცხადდება საქართველოში სწორედ ამიტომ ახლა აქვს ქართველ ერს შესაძლებლობა თქვენ გითხრან არა. ეს შესაძლებლობა არის დროში შეზღუდული შემდეგ ეს შესაძლებლობა ჩვენ წაგვერთმევა იმიტომ რომ  მომდევნო პარლამენტში თქვენს ხელში იქნება სრულად ერთპარტიული თქვენ არ შემოუშვებთ აქ არც ერთ კრიტიკულ მედიას. აქ არ იქნება არც ერთი კრიტიკულად განწყობილი ოპონენტი თქვენ გეყოლებათ მხოლოდ სატელიტები.

ამით გაიხანგრძლივებთ ცხოვრებას ამიტომაა ასე გააფთრებული საზოგადოება ყველა მიგიხვდათ ჩანაფიქრს რატომ მიხვედით ამ წერტილამდე? იმიტომ არც ერთი სხვა რესურსი გარდა რეპრესიებისა არ დაგრჩათ რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება. გაფრთხილებთ ახლა გაქვთ საშუალება გაემიჯნოს ანტისახელმწიფოებრივ ანტიკონსტიტუციურ მოძრაობას რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო ამ ქვეყანაში."

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის, თუმცა პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტის პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

სესიის პარალელურად, პარლამენტის შენობის გარეთ ორი დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის "რუსულ კანონპროექტებს", რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print