ახალი ამბები
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა
FaceBook
ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ. 126-კმ131 მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.

შეზღუდვა 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით 20:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოქმედებს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის თავისუფალი იქნება.

„საავტომობილო გზის კმ131-კმ141 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ126 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.



Print