ახალი ამბები
კულტურის მინისტრი მესხიშვილის თეატრის დასს ხელფასების ზრდას შეპირდა
FaceBook
მესხიშვილის თეატრს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა. 

მან დასს თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე წარუდგინა.

შეხვედრას არ ესწრებოდა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. მათ წულუკიანის ქუთაისში სტუმრობის შესახებ არ შეატყობინეს. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თეა წულუკიანმა სიახლეზე ისაუბრა, კერძოდ, თეატრისათვის 2023 წელს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც 1 133 000 ლარს შეადგენს, სამინისტროს მიერ კიდევ 250 000 ლარით გაიზრდება, რაც მხოლოდ ხელფასების გაუმჯობესებისათვის იქნება გამოყენებული.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თეატრის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეც.

მინისტრმა გარკვეული შეთავაზებებიც გააჟღერა. მან ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ურჩია რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც თეატრის ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, მათ შორის პროექტის შექმნაზე, იმუშავებს. 


Print