ახალი ამბები
მესხიშვილის თეტრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წულუკიანმა წარუდგინა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე ყავს.

იგი თეატრის დასს თეა წულუკიანმა წარუდგინა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო აქვეყნებს. 

მესხიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, მესხიშვილის თეატრის დასის წევრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას არ ესწრებოდა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. სახელისუფლო ტრადიციის თანახმად მედიას წულუკიანის ქუთაისში სტუმრობა არ შეატყობინეს. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ისაუბრა თეატრის განვითარების საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებზე და ამ პროცესში თეატრის ადმინისტრაციისა და დასის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე, მართვაში ხარვეზების აღმოფხვრასა და თეატრის შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებაზე.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგა თავაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დატოვა.

მან გადადგომის შესახებ თავად დაწერა განცხადება.

თავაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის გზით გასული წლის გაზაფხულზე დაინიშნა.

ამ პოსტზე კანდიდატს ოთხი წლით ირჩევენ.




Print