ახალი ამბები
პარლამენტთან, აქციაზე სამართლდამცველებმა 36 პირი დააკავეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვისაა დაკავებული. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს.

კომიტეტები პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, აქცია იმართებოდა საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთაც.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს ახლა იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

Print