ახალი ამბები
მეწყერი ცაგერის მუნიციპალიტეტში - გარესამყაროს 4 სოფელია მოწყვეტილი
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული მოვლენების შედეგად, გარესამყაროს 4 სოფელი მოწყდა.

სოფელ ღვირიშის, სანორჩის, ნასპერის და უცხერის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

ამიტომ, ამ მიმართულებით საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. გადაადგილება ალპანა-ღვირიშის და ცაგერი-ლასურიაში-სანორჩი-ნასპერის მიმართულებითაა შესაძლებელი.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, მანამდე კი დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა.

როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, უახლოეს დღეებში ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი შეისწავლის და მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.


Print