ახალი ამბები
"ხელს შევუშლით სხდომის გამართვას“ - ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე, სადაც „რუსულ კანონს“ განიხილავენ
FaceBook
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დღეს, 15:30 საათზე რუსული კანონპროექტები უნდა განხილულიყო, ამ დრომდე [16:56] ვერ იწყება.

ოპოზიციის მამაკაცი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს დარბაზიდან. 

"არ ვაპირებთ განხილვაში მონაწილეობას. ხელს შევუშლით სხდომის გამართვას", - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.  

მანამდე ამ სხდომაზე არ უშვებდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

პარლამენტის საიტზე ოფიციალური პირდაპირი ეთერი გათიშეს. დარბაზში მიმდინარე პროცესებს დეპუტატი ანა ბუჩუკური და სალომე სამადაშვილი პირადი ტელეფონით პირდაპირ ეთერში ფეისბუკზე გადასცემს.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ქუჩაში აპროტესტებენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.


Print