ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძე: "თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენ შენიშვნებს, გადავუხვევთ საზოგადოებრივ გეგმებს"
FaceBook
ქუთაისში, "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისის გახსნაზე ასევე, იმყოფებოდა იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი.


პაატა ბურჭულაძემ ქუთაისში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისი გახსნა.

გახსნაზე ფონდის ხელმძღვანელმა პოლტიკურ გეგმებზე არ ისაუბრა, თუმცა, განაცხადა, რომ ფონდი ატარებს მონიტორინგს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას. ბურჭულაძის თქმით,  ეს დასკვნა იქნება განმაზღვრელი შეიცვლის თუ არა ფონდი პლატფორმას.

"სამ თვეში გვექნება დასკვნა, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში და რა სჭირდებათ მათ. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, მაშინ ჩვენ გადავუხვევთ საზოგადოებრივ გეგმებს", – განაცხადა ბურჭულაძემ შეხვედრაზე. მისი თქმით, დღეს საზოგადოება გაყოფილია "ნაციონალებად" და "ოცნების" მხარდამჭერებად და აუცილებელია მათი გაერთიანება.

შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი.
"ამ შეხვედრაზე ვიმყოფები, როგორც პაატა ბურჭულაძის მეგობარი"-  აღნიშნა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა. 


მარი პატარაია

Print