ახალი ამბები
მოსალოდნელია ზვავის საშიშროება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 7 მარტამდე ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.

კერძოდ, დაბლობში, ბარსა და მთიან რეგიონებში სინოპტიკოსები ნალექს წვიმის, მაღალმთაში კი - თოვლის სახით პროგნოზირებენ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

სააგენტოს ცნობით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.




Print