ახალი ამბები
2022 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ IDFI-ს (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

2022 წელს რუსეთსიდან საქართველოში 2.07 მლრდ დოლარი გადმოირიცხა რაც 2021 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

აღსანიშვნავია, რომ 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით რუსებმა საქართველოში 15 164 შენობა- ნაგებობა და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს. 

ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.
Print
თეგები: #IDFI #კვლევა