ახალი ამბები
ბაგრატის ტაძრის გალავანზე განათება დამონტაჟდება
FaceBook
ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გალავნის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძრის გალავნის განათება უნდა მოხდეს.

გაწმენდით სამუშაოებში სტუდენტები და სხვა მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას. გალავნის განათებას კი საკუთარი სახსრებით ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

ბაგრატის ტაძრის გალავანი მეოცე საუკუნის განმავლობაში ეტაპობრივად შენდებოდა. მშენებლობა 1983 წელს დასრულდა და მას შემდეგ გალავნის მიმდებარე ტერიტორია არ გაწმენდილა.

ტაძრის ეზოში ამ დრომდე არის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დარჩენილი სამშენებლო ნარჩენებიც.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიჩნევენ, რომ გაწმნედილი და განათებული გალავანი მეტ კომფორტს შექმნის ადგილობრივებისთვის და უფრო მეტ ტურისტსაც მიიზიდავს.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდება.

მარიამ პატარაია

Print