ახალი ამბები
14 წლის ქუთაისელ გოგონას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
FaceBook
14 წლის ანანო გოგონაძეს სმენის ორმხრივი უმძიმესი სენსონევრალური დაქვეითება აქვს.
მას ოთხი წლის ასაკში კოხლეარული იმპლანტაცია გაუკეთდა, თუმცა იმპლანტის მეტყველების პროცესორი, რომელიც ძველი წარმოების იყო, დაუზიანდა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, კეთილი ადამიანების დახმარებით, შედარებით ახალი თაობის, მეორადი პროცესორის შოვნა შეძლო, რომელსაც დღესაც იყენებს. თუმცა, ისიც მწყობრიდან გამოდის.

„ტექნოლოგია განვითარდა და დღეს მეტყველების პროცესორს აღარ სჭირდება ელემენტები, უფრო პატარაა და ბევრად უკეთესი ხმა აქვს. ამიტომ, ძალიან მინდა მქონდეს თანამედროვე პროცესორი.

ვარ მოჭადრაკე, მესამე თანრიგოსანი, ამ ზაფხულს მეორე ადგილი მოვიპოვე შმმ პირთა (გოგონათა) შორის, ბათუმში. მინდა ვისწავლო და წარმატებებს მივაღწიო ჭადრაკში. არ მინდა, სმენის დაქვეითების გამო უარი ვთქვა ჩემს ოცნებებსა და მომავალზე. ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება, ერთადერთი შვილი ვარ, რომელსაც თურმე 12 წელი ელოდებოდნენ. დედამ და მამამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, ყოველთვის გვერდში მიდგანან, მაგრამ ამ მოწყობილობის შეძენა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის შესაძლებლობა კი მათ ნამდვილად არ აქვთ. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ავიხდინო ჩემი დიდი ხნის ოცნება", -  ამბობს ანანო გოგონაძე.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი: #GE51BG0000000829618000 - მიმღები იმედა გოგონაძე.

Print