ახალი ამბები
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია იწყება
FaceBook
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია იწყება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კეთილმოწყობის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი", 955 555 ლარის სანაცვლოდ, ჩაატარებს.

ოქროს ჩარდახის რესტავრაცია იმ პროექტებს შორის მოხვდა, რომლებიც ქუთაისში, 2023 წელს უნდა განხორციელდეს

„კონტრაქტორი უკვე მზად არის დაიწყოს ჩარდახის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს ეზოს კეთილმოწყობასაც. ასევე ვაპირებთ, მის მიმდებარედ, არსებულ ბილიკზე ე.წ ფრიმარკეტი განთავსდეს, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს თავისი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა-დასაქმებაში“,- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.

ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, სახლის ისტორიული იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კეთილმოსაწყობად მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

კომპანია "ივერთმშენმა" სამუშაოები წლის ბოლომდე (2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) უნდა განახორციელოს.

ასეთი უნდა იყოს განახლებული ოქროს ჩარდახი:



იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაზე მუნიციპალიტეტმა 75 000 ლარის ტენდერი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ზედამხედველობა.

მთავარი ფოტო: ნია ხარაძე

Print