ახალი ამბები
პირველკლასელმა მოჭადრაკემ ქუთაისიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
FaceBook
ქუთაისელმა გიორგი ნემსიწვერიძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

გიორგი სპორტის ამ სახეობაში, 7 წლამდე ჭაბუკებს შორის, ვიცე ჩემპიონი გახდა.

ის 2023 წლის 16-25 თებერვალს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა (სხვადასხვა ასაკის ბიჭებსა და გოგონათა შორის).

გიორგი ნემსიწვერიძე სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის 1გ კლასის მოსწავლეა.


Print