ახალი ამბები
უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ
FaceBook
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 24 თებერვალს გამოცემულ №81 დადგენილებაში ვკითხულობთ.

მთავრობამ დააკორექტირა (2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში) ნორმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლებას აძლევდა. აღნიშნული ორი წლის ვადით შესწორდა.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ცვლილებება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

Print