ახალი ამბები
აფეთქება სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე - ჩამონგრეულია დამხმარე შენობა
FaceBook
ქუთაისში ძლიერი აფეთქება მოხდა.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დამხმარე ნაგებობაში ე.წ. საქვაბე აფეთქდა.



არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

„ცალკე მდგომი ტექნიკური შენობებია ჩვენთან და ერთ-ერთი ჩამოიგრა. ველოდებით მიზეზების დადგენას. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. საბედნიეროდ, დაშავებული არ არის“,- განმარტეს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში.



შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის მიზეზს სწავლობენ.

ფოტო: ქეთი ბერძენიშვილი
Print