ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქეები ქუთაისიდან უკრაინას სოლიდარობას გამოუცხადებენ
FaceBook
ქუთაისში, დღეს, 25 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა.

ქუთაისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და "არა ომს" - ამ მოწოდებას ხმამაღლა გააჟღერებენ. 

"ერთი წელი გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან უკრაინაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ამ აგრესიული ომის ყველა მსხვერპლის ხსოვნას – უკრაინელ ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ჯარისკაცებს. და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ომს და პუტინის კრიმინალურ რეჟიმს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია! “არა ომს = რუსეთის ჯარის სრული გამოყვანა ყველა საერთაშორისო აღიარებულ უკრაინის ტერიტორიიდან” - აღნიშნულია აქციის აღწერაში. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვალს დაიწო.



Print