ახალი ამბები
სტუდენტებს შანსი აქვთ ცოდნა გაიღრმავონ ევროპის ქვეყნებში
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გუგული მაღრაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმ უპირატესობებზე იყო საუბარი, რომლითაც სტუდენტები ისარგებლებენ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. ასევე, განხილული იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა საქართველოს მოსახლეობისთვის.

"ვიზალიბერალიზაცია არის კარგი შანსი საქართველოს ყველა  მოქალაქეებისთვის რომ მათ რიგში დგომის ან უკანონო ქმედებების გარეშე შეძლონ გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში "-განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გუგული მაღრაძემ.

ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრის აუცილებლობაზე ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

"ვიზალიბერალიზაციის დეტალები მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. მათ შანსი აქვთ საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავონ ევროპის ქვეყნებში. როდესაც მსგავსი სახის ინფორმაციას პირველწყაროდან იგებ, ეს ყველასთვის სასარგებლოა,"- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

ვიზალიბერალიზაციის  პროცესისთვის  მზადება 2012 წლის ზაფხულში დაიწყო, რისთვისაც  65-მდე საკანონმდებლო ცვლილების მიღება განხორციელდა.
Print