ახალი ამბები
ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, შესაძლოა, სატრანსპორტო შეღავათებით ისარგებლონ
FaceBook
ქუთაისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ტარიფზე შეღავათი დაწესდეს.

ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლების  ნაწილმა საკრებულოს სამგზავრო შეღავათების დაწესების წინადადებით მიმართა.

შენგელია ამბობს, რომ ამ საკითხს განიხილავენ.

„საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრების სახელზე შემოვიდა წინადადება რომელიც ეხება დასუფთავების „სპეციალური სერვისის“ მოსამსახურეთა ნაწილს, რომლებიც ითხოვენ გარკვეულ სატარიფო შეღავათს და ეს ეხება სატრანსპორტო მომსახურეობის საკითხს.

თქვენ იცით, რომ ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს, ნამდვილად იმსახურებენ მადლობას ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება. მესმის, რომ საკმაოდ რთულია ეს პროცესი, დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, მათ შორის, ფინანსურ ფაქტორთან, შეიძლება მოგვიწიოს სუბსიდირება, თუმცა, აქ შეიძლება განვიხილოთ ორი მაგალითი. მოხდეს ამ მომსახურეობის შესყიდვა „სპეციალური სერვისებიდან“, ან იმ 30 000 მოქალაქესთან ერთად მოვახდინოთ ამ ადამიანების სუბსიდირება ტრანსპორტის ღირებულებაზე“, - განმარტა ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის შეღავათით 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.



Print