ახალი ამბები
"ითხოვს ქუთაისში გადაყვანას" - კიდევ რა მოთხოვნები აქვს ესებუას
FaceBook
ბადრი ესებუა ქუთაისის ციხეში დაბრუნებას, მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვასა და ძმის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ბრალდების მხარე კი ესებუასთვის ექსპერტიზების, მათ შორის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რისი საფუძველიც, უფლებადამცველის თქმით, არ არსებობს. 

"სხდომაზე წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იმიტომ რომ იგივე მტკიცებულებები უკვე ჩატარებულია, მაგალითად ხმის, სუნის, აღების ნიმუში, ოდოროლოგიური ექსპერტიზა, ესენი ჩატარებულია უკვე და კიდევ ხელმეორედ უნდათ, რომ ჩაატარონ. მას ამყოფებენ მკაცრი ტიპის დაწესებულებაში, რისი საფუძველიც არანაირი არ არსებობს სამართლებრივი, მაგრამ ასე სჯიან, სჯიან მის ძმასაც.

ის ითხოვს, პირველი, ქუთაისში გადმოყვანას, ასევე, ითხოვს, ნაფიც მსაჯულების განსჯადი იყო საქმე, რომელსაც შეგნებულად ბრალდების მხარე ზღუდავს",
- განმარტა ალექსანდრე კობაიძემ.

ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა, 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიიმალა. მისი დაკავება შსს-მ ორწლიანი ძებნის შემდეგ შეძლო.

გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print