ახალი ამბები
24 თებერვალს, ქუთაისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი დაიგეგმა
FaceBook
"წინააღმდეგობის ერთი წელი" - 24 თებერვალს, ქუთაისში, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათზე, შეიკრიბებიან და ქუთაისიდან, დაძმობილებულ ქალაქს, მხარდაჭერის ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ.

აქციასთან ერთად იგეგმება პერფორმანსიც.

უკრაინის სოლიდარობის მასშტაბური აქცია დაგეგმილია დედაქალაქის მთავარ გამზირზეც. ქართველები რომ უკრაინელების გვერდით არიან და რუსეთი ჩვენი საერთო და ისტორიული მტერია - ამ განაცხადს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რუსთაველის გამზირიდან კიდევ ერთხელ გააკეთებს. აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლები, ჩართვები და საგანგებო მიმართვები.

უკრაინის სოლიდარობის აქციას 24 თებერვალს სტუდენტებიც შეუერთდებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება უკვე გააკეთეს. მათი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და საჭიროა, საქართველომაც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

რუსეთის აგრესია უკრაინაში 24 თებერვალს 1 წელიწადს მიითვლის.



Print