ახალი ამბები
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს მეორე დღეა, წყალი არ მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში საფიჩხიის, კახიანოურის, მუხნარისა და ქალაქ მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულებს წყალმომარაგება არ მიეწოდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ქუთაისში, კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩამოწოლილი მეწყერი გახდა, რომელმაც გოდოგანის რეზერვუარის სატრანზიტო თუჯის მაგისტრალი დააზიანა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით, მობილიზებულები არიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალმომარაგებაში ამბობენ, რომ დაზიანება საკმაოდ მასშტაბურია, ამიტომ წყალი მოსახლეობას სავარაუდოდ დღეს, 23:00 საათზე აღუდგება.


Print