ახალი ამბები
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა
FaceBook
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დაზიანდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანების მიზეზი მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეული წყალმოვარდნა გახდა. 

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია. ამიტომ, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.

Print