ახალი ამბები
ცაგერში, კლდის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
ცაგერში, მეწყერში მოყოლილი მამაკაცი სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილი იპოვა.

ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ ამბროლაურის, ონის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც შექმნა სხვადასხვა სახის პრობლემები, შეიზღუდა მუნიციპალიტეტების გარკვეულ სოფლებში გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება.



Print