ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის მანქანა გატეხეს - მოპარულია კომპიუტერი და ფული
FaceBook
ქუთაისში, კორპუსის ეზოში (თამარ მეფის #81)  ავტომანქანა გატეხეს.

ავტომანქანიდან, რომელიც "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტს ანა ჯანაშიას ეკუთვნის, წაღებულია ლეპტოპი და ფული.

ჯანაშიას თქმით, დილით 10 საათზე, მანქანა გატეხილი დახვდა.

ადგილობრივების თქმით, ეზოში მსგავსი ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

მოპარული ლეპტოპი საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" საკუთრებაა. სააგენტო მომხდარი ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

Print