ახალი ამბები
ქუთაისში დღეიდან ფასიანი პარკინგი ამოქმედდა
FaceBook
ქუთაისის მერიასთან არსებული შპს "პარკინგსერვისის" ახალი რეგულაციები მოქმედებას დღეიდან იწყებს.

ქალაქის მასშტაბით პარკირება ფასიანი გახდა. ახალი რეგულაციებით ავტომობილის პარკირების ღირებულება მხოლოდ საათობრივად არ განისაზღვრება.

შპს "პარკინგ სერვისმა" მძღოლებისთვის განსხვავებული ტარიფები დააწესა. ახალი წესებით, იმოქმედებს სხვადასხვა ღირებულების პაკეტები, რომელსაც მძღოლი სურვილისამებრ შეიძენს.

ქალაქის პარკინგ სადგომზე მსუბუქი ავტომობისლისთვის 1 საათით გაჩერება 0.50 ლარი ეღირება, 3 საათი –1 ლარი, ყოველი შემდეგი საათი 0.50 ლარი. ერთი დღით პარკირების ღირებულება 2 ლარით განისაზღვრა, ერთი კვირით –7 ლარი, ერთ თვე– 10 ლარი, 182 დღე ანუ ნახევარი წელი –25 ლარი, ხოლო მთელი წლით ავტომობილის პარკინგი 40 ლარი ღირს.

განსხვავებული ტარიფები მოქმედებს კერძო ტაქსების მძღოლებისთვის. მათ 10 დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევთ, 20 დღე –20 ლარი და ასე შემდეგ. სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი კი 250 ლარი ეღირება.

პარკირების საფასურის გადახდა მძღოლებს კომერციულ ბანკებში შეუძლიათ.

მარიამ პატარაია
Print