ახალი ამბები
ყოფილ კინო „გამარჯვებასთან“ მდებარე კოლონადების რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ ცხადდება
FaceBook
ქუთაისის მერია ყოფილ კინო "გამარჯვებასთან" მიმდებარე კოლონადების რეაბილიტაციისთვის ტენდერს (NAT230003580) აცხადებს. 

გასული წლის დეკემბერში გამოცხადებულბული ტენდერი, რომელიც შოთა რუსთაველის გამზირის №106-ში მდებარე კოლონადების რეაბილიტაციას ეხებოდა არ შედგა. პრედენტენტი არ გამოჩნდა.

2023 წლის 16 თებერვალს მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იგივეა და 96`213 ლარს შეადგენს. 

პროექტის თანახმად იგეგმება მიმდებარე სკვერის მოწყობაც.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.


Print