ახალი ამბები
19-23 თებერვალს საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
FaceBook
სინოპტიკოსები უახლოესს დღეებში კვლავ ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

ამასთან, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინულია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც.

Print