ახალი ამბები
ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
FaceBook
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს, რომელიც წლებია დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

მათი თმით, გიორგი 7 წელზე მეტია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებს, ვერ მუშაობს, უჭირს გადაადგილება და მუდმივად მედიკამენტების საშუალებით ახერხებს კონცენტრაციას.

ჟურნალისტმა, სხვადასხვა დროს, სტაციონარული და პროფილაქტიკური მკურნალობა გაიარა, თუმცა ყველა ჩარევა მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე აღმოჩნდა გათვლილი და რეალური შედეგი ისევ ვერ დადგა.

„გიორგი ისევ მედიკამენტებზეა დამოკიდებული და ისევ არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი, მის სრულ გამოჯანმრთელებას რა სჭირდება. ამისთვის, ის განიხილავდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლას, თუმცა მოგეხსენებათ, ეს რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გადაწყდა თურქეთში წასვლა, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. იმისათვის, რომ გიორგიმ შეძლოს ამ გამოკვლევების ჩატარება, ჩვენი დახმარება სჭირდება. არ დავიზაროთ, ვის რამდენიც და როგორც შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ. მისთვის ჩარიცხული ერთი ლარიც ძალიან ბევრს ნიშნავს“,- ამბობენ ჟურნალისტის მეგობრები.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000173971300

თიბისი ბანკი: GE54TB7700545064300030

მიმღები – გიორგი გირკელიძე

Print