ახალი ამბები
ქუთაისი მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს
FaceBook
18 თებერვალს ქუთაისში გამოფენა გაიმართება.

ქუთაისის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცე მსჯავრდებულთა ხელნაკეთ ნივთებს დაეთმობა.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია "რე-მარკეტის"" უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია დამზადებული.

გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

გამოფენა 12 საათზე გაიხსნება.
Print